გორში მაგიდის ჩოგბურთში საჯარო სკოლების პირველობა გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სპორტული აქტივობა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრება შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
ცნობისთვის, მაგიდის ჩოგბურთში გორის საჯარო სკოლების პირველობა ტენისის და ბილიარდის კლუბში (სტალინის №14) ჩატარდება.