მრავალწლიანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს, შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფო თანადაფინანსებით ისარგებლონ.
პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 30 ოქტომბერს 12:00 საათიდან დაიწყება და 2024 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნერგების ღირებულების 70%, ხოლო წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, დამატებით, 10%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
დაინტერესებულ პირებს, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, ვებ გვერდზე: my. rda. gov. ge