გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, ხალხური რეწვის ოსტატებთან და მცირე მეწარმეებთან, რომლებიც ქალაქის სახალხო დღესასწაულში მონაწილეოდნენ შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და შესაბამისი სიგელები გადასცეს.
„ძალიან თბილი შეხვედრა გამოვიდა. ღონისძიების მიზანს ჩვენი სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, პროვაიდერთა ბაზის წევრების მიმართ, მადლიერების გამოხატვა წარმოადგენდა. შეხვედრას 34 ბენეფიციარი ესწრებოდა. თავის მხრივ, ღონისძიების სტუმრებმა შრომის დაფასებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაგვიხადეს და სამომავალო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - აღნიშნა სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ.