საზოგადოება
25.10.2023 13:26
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორში შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის გორში შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი თამარ ჭითანავა უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ნატოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„დღევანდელ შეხვედრაზე  საქართველოს ნატოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე, ისტორიაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება შეხვედრის მიზანს, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა წარმოადგენდა. აქვე გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები უკვე ჩავატარეთ საქართველოს გარკვეულ რეგიონებში. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა თამარ ჭითანავამ.

ცნობისთვის, აღნიშნული სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

 

კვირის ამბები