საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა.
6 ჯგუფზე გათვლილი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, ასევე ატრაქციონებით და ფანჩატურებითმოწყობილია ეზოც. მეჯვრისხევის საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 100-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
საბავშვო ბაღის ახალი შენობა გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მეჯვრისხევის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
ამ დრომდე, ბაღის აღსაზრდელები სააგენტოს მიერ დაქირავებულ ფართში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.
გორის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღის უკვე მეოთხე ახალი შენობა გაიხსნა. მიმდინარე წელს, ბაღის ახალი შენობის გახსნა კიდევ ერთ სოფელში იგეგმება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება