არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - `ქართულ მრავალხმიანობასა~ და `ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)~ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ამბობენ, ზემოხსენებული სტატუსის განსაზღვრა ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ არამატერიალურ მემკვიდრეობას, რომელიც ქართველი ერისთვის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, უკვე მინიჭებული აქვს არაერთი საერთაშორისო სტატუსიც.
„ქართული მრავალხმიანობა“, 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა.