საზოგადოება
25.10.2023 11:25
გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, ახალ შენობაში საგანმანათლებლო პროცესი 2025 წლიდან განახლდება

გორის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, - ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები იფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასკოლო და საოფისე ავეჯით და ინვენტარით. დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

„ახალი სკოლის სამსართულიანი შენობა 650 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება, დაახლოებით 11 მილიონი ლარია. სამუშაოები საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს. შედეგად, 2025 წლიდან, გორის მე-11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სააგენტო ავრცელებს.

 

კვირის ამბები