გორში ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობის სამუშოები ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 579 მეტრია.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები და ბორდიურები.
სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდის მიერ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შეძლო. ორგანიზაციამ დაფინანსების ზრდის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით მიიღო. ლომონოსოვის ქუჩის გარდა, გაზრდილი დაფინანსების გათვალისწინებით ხორციელდება კიდევ ორი პროექტი - ტყვიავში, სასაფლაოსთან მისასვლელი (1 103 მეტრი) და ბროწლეთში (468 მეტრი) შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, 2023 წელს, ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია.