სპორტი
24.10.2023 14:52
სლოვენიაში გამართულ ტურნირზე გორელმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს

სლოვენიაში გამართულ ტურნირზე გორელმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტურნირის გამარჯვებული საბა სამადაშვილი გახდა. სპორტსმენი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

დავით ქარელი (66 კგ.) კი ტურნირის ვერცხლის პრიზიორია.

აღსანიშნავია, რომ სამადაშვილი ჭაბუკთა შორის გასული წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. ქარელი კი 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, ორივე ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

კვირის ამბები