ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის მოკრივეებმა, ახალციხის მერიის თასზე 9 მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან შეჯიბრის პირველი ადგილის მფლობელები საბა დვალიშვილი (36 კგ.), თემურ პავლიაშვილი (54 კგ.), ლევან ამირეჯიბი (57 კგ.) და ლუკა გოგიაშვილი (63 კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება მეორე ადგილს, გიორგი კოვზიაშვილმა (36 კგ.), ლუკა ქიტუაშვილმა (46 კგ.), ზურაბ ნიქაბაძემ (52 კგ.), მალხაზ კანდელაკმა (63 კგ.) და გიორგი მეგრელიშვილმა (66 კგ.) დაიკავეს.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოკრივე მონაწილეობდა. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (2007-2008, 2010-2011 და 2012-2013 წწ.) დაუპირისპირდნენ.
ტურნირის სუპერვაიზერი ავთანდილ შოშიაშვილი, მდივანი კი გიორგი კობახიძე გახლდათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება