საზოგადოება
24.10.2023 12:28
გორელი სტუდენტების და სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-საგანმანათლებლო პროექტი „City Game“ განხორციელდება

„დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოება" სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (7-12 კლასი) გასართობ-საგანმანათლებლო პროექტში - ,,City Game" მონაწილეობას სთავაზობს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, თამაში გორის ქუჩებში 3 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

მონაწილეებს დაურიგდებათ მინიშნებები, რომლებზეც დაშიფრული იქნება ქალაქის 10 ლოკაცია. მათ უნდა ამოხსნან დაშიფრული ადგილები და ფოტოები გადაიღონ გუნდთან ერთად.

„თუ გსურთ თქვენი ქალაქის უკეთესად გაცნობა, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს. გუნდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისაგან. პროექტის ჩატარების ადგილი  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტია. თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დასაჩუქრდებიან შემდეგი პრიზებით: პირველი ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი;  მესამე ადგილი - 200 ლარიანი ვაუჩერი. პროექტში მონაწილეობისთვის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მონაწილეთა რეგისტრაციას, მსურველებმა შესაბამისი ფორმა უნდა უნდა შეავსონ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeWI4FzYsZ8Vt8wB…/viewform…

პროექტი სრულად დაფინანსებულია და მონაწილეობა უფასოა.

კვირის ამბები