გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
„პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურაში საზოგადოების მონაწილეობის, შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საჯარო განხილვების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ ეწვიოთ ბმულს - http://ei.gov.ge/…/info/f153088c-4506-4680-a5ad-64bcb4a2a1aa
წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი, შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან დაგეგმილია შეხვედრებიც“, - აცხადებენ მერიაში.
რაც შეეხება შეხვედრების განრიგს და ლოკაციებს, 28 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება სოფელი ქვახვრელში (საჯარო სკოლის შენობა), 29 ნოემბერს 14:00 საათზე კი, სოფელ ხიდისთავსა (ადმინისტრაციული შენობა) და გორში (კულტურის ცენტრის შენობა, მის: მშვიდობის გამზირი N12ა).