შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ჩაერთო.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 2010-2011 წწ. დაბადებულ ხელბურთელთა გუნდმა ჯერ ყვარელს (23:5), შემდეგ კი რუსთავს (15:3) სძლია.
ცნობისთვის, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლაშა შემშენოვია, მწვრთნელი კი - გია მამაცაშვილი.