სპორტი
23.10.2023 13:40
ვაჟთა და გოგონათა შორის ფრენბურთში გამართული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტიდან მე-7 და მე-3 საჯარო სკოლა გახდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთში გორის მუნიციპალიტეტის სკოლათა პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ვაჟთა შორის მეშვიდე სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. გადამწყვეტ შეხვედრაში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სკოლის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

რაც შეეხება გოგონებს, გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი მესამე სკოლის გუნდმა აჩვენა, რომელმაც ფინალში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლას სძლია.

შეგახსენებთ, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან ასპარეზობენ. ღონისძიების ფარგლებში, ფრენბურთის გარდა, შეჯიბრება მინი-ფეხბურთში, გეზრბენში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, 3X3 კალათბურთში, ბადმინტონში და მხიარული სტარტებში გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტში შეჯიბრება სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

 

კვირის ამბები