კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში, გორში ქალებისთვის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
საკრებულოს შენობის წინ, მოედანზე (სტალინის ქ. 16) მოძრავ ამბულატორიულ ავტომობილში, კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობით, ქალები მამოგრაფიას, პაპტესტს და კოლპოსკოპიას უფასოდ იტარებენ.
უფასო სკრინინგი „ქართული ოცნების“ შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით და ინიციატივით ტარდება.
სამედიცინო გადასინჯვების აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია და 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. კამპანია კი მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმების და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება