ისტორიაში პირველად, გორი კალათბურთში სუპერლიგის მატჩს უმასპინძლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ სუპერლიგის პირველ შეხვედრას გურჯაანის „დელტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩი ხვალ, 21 ოქტომბერს, 18:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას გორის სპორტის სასახლე (თამარ მეფის V/12ა) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, კლუბი „ივერიონი“, რომელიც 2 წლის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა, გასულ წელს, ქვეყნის ჩემპიონატის ჯერ „ა ლიგაში“, შემდეგ კი ფლეი-ოფში წარმატებით გამოვიდა და სუპერლიგის საგზურიც მოიპოვა.