„თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების“ კონკურსის ფარგლებში, ხვალ, 21 ოქტომბერს, გორში მასშტაბური არტ ღონისძიება გაიმართება.
აქტივობის ფარგლებში, მონაწილეები 453 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ტილოს მოხატავენ.
„CANVAS 453“ არის პროექტი, რომელიც „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების“ კონკურსში შეირჩა. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს 11:00 საათიდან გელოდებით ხელოვნების სახლთან.
არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი მხატვარ ხართი, მოყვარული თუ პირველად უნდა სცადოთ ბედი - ერთად გამოგვივა. საღებავებს ჩვენ დაგახვედრებთ, გამოიყოლეთ ფუნჯები და ხელსაწყოები, რაც დაგიჭრდებათ“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროექტი „Art House 20 23“ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება