გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მოგზაურთა კლუბის წევრებს შეხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლის მოგზაურთა კლუბ „ჰორიზონტის“ წევრებს შეხვდნენ.
გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასითის იყო, რომლის ფარგლებში კლუბის წევრები სააგენტოს საქმიანობას და პროგრამებს გაეცნენ. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლებმა ეკოტურიზმის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ახალ, საერთო იდეებზე მუშაობა შესთავაზეს.
„შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა და დირექტორის მოადგილემ თამაზ მაყაშვილმა მოსწავლეებს სააგენტოს საქმიანობის და პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. სააგენტოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განყოფილების ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ და ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ კლუბის წევრებს ეკოტურიზმის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ახალ, საერთო იდეებზე მუშაობა შესთავაზეს. თავის მხრივ, ახალგაზრდებმაც გააზიარეს საკუთარი ინიციატივები და მოსაზრებები, რომელიც უახლოეს ხანში დაგეგმილ, განმეორებით შეხვედრაზე კონკრეტული პროექტის სახეს მიიღებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.