საზოგადოება
20.10.2023 11:45
ქვეყანაში ანტიბიოტიკების მოხმარება ელექტრონულად გაკონტროლდება
ქვეყანაში ანტიბიოტიკების მოხმარების მონიტორინგის და ანალიზის დანერგვა იგეგმება. აღნიშნულს „საქართველოს 2024-2025 წლების პაციენტის უსაფრთხოების პროგრამა“ ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს წამლების უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების გეგმის შემუშავება და დანერგვა, რომლის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ანტიბიოტიკების მოხმარების მონიტორინგი და ანალიზი, პოლიფარმაციის შემთხვევების აღრიცხვის, ანალიზის და რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.

„პროგრამის მიხედვით, რეგულირების სააგენტო გააუმჯობესებს ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკას მედიკამენტების გვერდითი რეაქციების მონიტორინგის მიზნით. შემუშავდება და დამტკიცდება ფარმაკოზედამხედველობის სახელმძღვანელო, რეგულირების სააგენტოს ელექტრონულ სისტემებს დაემატება ფარმაკოზედამხედველობის მოდული, რომელიც დაკავშირებული იქნება ელექტრონული ჩანაწერების სისტემასთან (EHR), სადაც თავს იყრის სერვისების მოსარგებლეთა ჯანმრთელობის სერვისების მოხმარების და ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია“,-აცხადებენ კანონპროექტის ინიციატორები.
კვირის ამბები