გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს, დამხმარე მოწყობილობები გადაეცათ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, ეტლებით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 შშმ პირი უსასყიდლოდ აღიჭურვა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებელების ინდივიდუალური საჭიროებები. თითოეული ეტლის ღირებულება, რომელსაც მისი ტექნიკური შესაძლებლობები განსაზღვრავს, 315 დან 615 ლარამდე მერყეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.