გორელი ვეტერანი მოჭიდავე თემო გელიტაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის ინფორმაციით, სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგენელი, ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ასევე, მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი გაბორ ჰატოში 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს საბერძნეთმა უმასპინძლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში