საზოგადოება
19.10.2023 15:44
იოგის უფასო მასტერკლასი გორში

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მუნიციპალური განვითარების განყოფილების ორგანიზებით, გორში იოგის უფასო მასტერკლასი ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობა 13 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მსურველებმა განაცხადის ფორმა ელექტრონულა უნდა შეავსონ.

„პროექტის „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში, ჩვენი გერმანელი მოხალისეების კაის და ფრანცისკას მიერ ჩატარდება იოგის მასტერკლასი. მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ თან უნდა იქონიოთ მოხერხებული სპორტული ტანსაცმელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იოგის უფასო მასტერკლასი 4 ნოემბერს, 18:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის სკვერი) ჩატარდება.

კვირის ამბები