გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარეგანათების სისტემა მოეწყო.
6 000 მეტრამდე მონაკვეთზე, რომელიც საავტომობილო გზას მიუყვება, 150 განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათი დამონტაჟდა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 300 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული პროექტი კი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.