საზოგადოება
19.10.2023 13:08
ტყვიავში, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტყვიავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 103-მეტრია.

პროექტის მიხედვით მოეწყობა: ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, გვერდულები, ეზოების შესასვლელები, მიერთებები, 3 მოედანი (ფართობი 442 კვმ.), ხელოვნური ნაგებობები (3 ლითონის მილი)
სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდის მიერ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შეძლო. ორგანიზაციამ დაფინანსების ზრდის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიავის სასაფლაოს გზის კეთილმოწყობის გარდა, გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება კიდევ ორი პროექტი - ლომონოსოვის ქუჩისა (579 მეტრი) და ბროწლეთში (468 მეტრი) შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები