საზოგადოება
19.10.2023 12:57
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა გორში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ტერიტორიული რეზერვის პროგრამის“ შესახებ, გორში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

რეზერვის პროგრამაში შეტანილ სიახლეებს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც სტრუქტურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობითი ფორმაა და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს.

რეზერვში საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით მიიღებიან. მომზადების კურსის მთავარი მიზანი კი საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა.

რაც შეეხება დაინტერესებული პირების რეგისტრაციას, მოქალაქეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში დარეგისტრირება შეუძლია ონლაინ: onlinebct. mod. gov.ge

საბუთების მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეების განმავლობაში

მისამართებზე: გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი (ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი), ტელ.: 577191783;

თელავი, თამარის ქ. №36 (ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა), ტელ.: 591 17 55 03.

კვირის ამბები