სპორტი
18.10.2023 13:50
მკლავჭიდში მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა გორში შეხვედრა გამართა

მკლავჭიდში მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, გორში შეხვედრა გამართა.

ფედერაციის პრეზიდენტის დავით ღამბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საგინაშვილმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ავტოგრაფები დაურიგა.

გარდა ამისა, სპორტსმენი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოშიც ჩავიდა და დავით ღამბაშიძესთან ერთად, სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ფეხბურთის და კალათბურთის ბურთები გადასცა.

ცნობისთვის, შეხვედრა, რომლის მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის სხვადასხვა სახეობით მათი დაინტერესება წარმოადგენდა, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კვირის ამბები