საზოგადოება
18.10.2023 13:39
გორის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი და გასართობის სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ნაწილი კი პროგრამების - „სოფლის მხარდაჭერის“ და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ფინანსდება.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობაში აცხადებენ, თითოეული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტების ჩამონათვალს,  სკვერების მოწყობა 9 ლოკაციაზე: სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ, სტალინის გამზირის №5-ის მიმდებარედ, მუმლანთკარში, ციცაგიანთკარში, დიცში, ზემო სობისში, ქვემო სობისში და ხიდისთავში.

არსებული სკვერების რეაბილიტაცია ხორციელდება 14 ლოკაციაზე: სამადაშვილის და კეცხოველის ქუჩების მიმდებარედ,  ცხინვალის გზატკეცილი №41-ის მიმდებარედ ფლავისმანში, აძვში, ქვეშში, ვარიანში, ზერტში, ფაბრიკაში, ბეთლემში, დიდი გორიჯვარში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ერგნეთში და შერთულში.

ატრაქციონების მოწყობა მიმდინარეობს 9 ლოკაციაზე: ფლავისმანში, ციცაგიანთკარში, ბეთლემში, ხიდისთავში, სათბურის დასახლებაში, ვარიანის მეურნეობაში, ზეღდულეთში, ქვემო შავშვებში და  ნადარბაზევში.

კვირის ამბები