საზოგადოება
18.10.2023 13:44
სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება

25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება.

კომუნიკაციების კომისია, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, 24-31 ოქტომბერს საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს გამართავს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კვირეულის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში, რომლის ფარგლებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნება.

„კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები მშობლებს, პედაგოგებს და სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მედიაწიგნიერების კვირეული, კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში წელს მესამედ ტარდება.

შეგახსენებთ, მედიაწიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანი საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
კვირის ამბები