კულტურა
18.10.2023 11:46
გორის ქალთა კამერული გუნდი კულტურის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

გორის ქალთა კამერული გუნდი კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, ბრუგეში, ბრიუსელსა და ჰააგაში კონცერტებს გამართავს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გორის ქალთა კამერული გუნდი, ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლ „ბასიანთან“ და სახელმწიფო კამერულ გუნდთან ერთად წარსდგება მაყურებლის წინაშე.

25, 26, 28 ოქტომბერს გუნდი სამ კონცერტს გამართავს (ბრუგე, ბრიუსელი, ჰააგა), ხოლო 29 ოქტომბერს გორის ქალთა კამერული გუნდი ორგანყოფილებიანი სოლო-კონცერტით (ბრიუსელი) შეხვდება მსმენელს.

„ორგანყოფილებიან სოლო-კონცერტზე შესრულებული იქნება როგორც ქართველი  კომპოზიტორების ნაწარმოებები (მ. გაგნიძე, გ. ჩლაიძე, ი. კეჭაყმაძე, ჯ. ბეგლარიშვილი), ასევე, ქართული ხალხური სიმღერების ურთულესი ნიმუშები“, - აცხადებენ გუნდის ადმინისტრაციაში და მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ წელს ქართულ კულტურას ეძღვნება.

კვირის ამბები