გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. სამუშაოებისთვის 449 415 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეებს კი, წინადადებების შეთავაზება 3-დან 11 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
პროექტის თანახმად, იგეგმება ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, აღნიშნულ უბანში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები, სასმელ წყალს, დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. მალე ისინი წყალს საკუთარ ეზოებში ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება