გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო კონკურსს აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო დირექტორის მოადგილის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
სააგენტოს ინფორმაციით, დირექტორის მოადგილის შესარჩევად, კონკურსში მონაწილეობა 21 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელიც არაერთ უნართან ერთად, ინგლისურ ენას და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს ფლობს.
მათივე ცნობით, კანდიდატს არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
„გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში დირექტორის მოადგილის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ავტობიოგრაფია ან CV; გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარდგენა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს კანცელარიაში (მის: გორი, სტალინის №16) ან/და სააგენტოს ელექტრონულ მეილზე: developmentgori @ gmail . com შეუძლიათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 23 ოქტომბრის 18:00 საათია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევით და გასაუბრებით.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, განსაზღვრულია თვეში დარიცხული 1320.00 (ათას სამას ოცი) ლარის ოდენობით.