ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მურად დოხტურიშვილის და ზაზა შეყილაძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე, 2007-2008 და 2009-2010 წწ. დაბადებულებს შორის, წარმატებით იასპარეზეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ორივე ასაკობრივ კატეგორიაში მოჭიდავეებმა, ჯამში, 6 პირველი, 3 მეორე და 4 მესამე ადგილი დაიკავეს.
2007-2008 წწ. დაბადებულებს შორის შეჯიბრის გამარჯვებული კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი გიორგი წურიაშვილმა (51 კგ.) და გიორგი მაისურაძემ (55 კგ.) დაიკავეს.
მესამე ადგილზე კი აკაკი მაზმიშვილი (60 კგ.), დემეტრე ბერიანიძე (60 კგ.) და ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ.) გავიდა.
რაც შეეხება 2009-2010 წწ. დაბადებულ მოჭიდავეებს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ლუკა დოთიაშვილმა (35 კგ.), ზურა დოთიაშვილმა (38 კგ.), გოგა კოპაძემ (44 კგ.), თემო თუთარაშვილმა (48 კგ.) და რატი რევაზაშვილმა (68 კგ.) დაიკავეს.
მეორე ადგილზე ტარიელ საათაშვილი გავიდა. სპორტსმენი 48 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
მესამე ადგილი კი ნიკოლოზ მაჭარაშვილმა (41 კგ.) დაიკავა.
ცნობისთვის, მურად დოხტურიშვილის და ზაზა შეყილაძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ქუთაისში ჩატარდა.