საზოგადოება
16.10.2023 16:26
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე მღებრიშვილი აირჩიეს

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას ალექსანდრე მღებრიშვილი შეასრულებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, მღებრიშვილი აკადემიური საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრის საფუძელზე აირჩიეს.

„მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთხმად არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გახდა და, შესაბამისად, რექტორის თანამდებობა დატოვა.

კვირის ამბები