სპორტი
16.10.2023 13:57
საქართველოს სუპერლიგაში საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ პირველად იასპარეზებს

გორის მუნციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ წევრებს და ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, კლუბი საქართველოს სუპერლიგაში პირველად იასპარეზებს.

შეხვედრაზე კლუბის მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გუნდს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ „ივერიონი“ სუპერლიგაში ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

„კლუბი, რომელიც 2 წლის წინ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა, გასულ წელს, ქვეყნის ჩემპიონატის ჯერ „ა ლიგაში“, შემდეგ კი ფლეი-ოფში წარმატებით გამოვიდა და სუპერლიგის საგზურიც მოიპოვა. „ივერიონში“, როგორც დიდებში, ისე სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში 150 მდე კალათბურთელია, რომლებსაც კვალიფიციური მწვრთნელები ავარჯიშებენ. გუნდები გამოდიან სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.

ცნობისთვის, სუპერლიგის პირველ საკალათბურთო მატჩს „ივერიონი“ გურჯაანის „დელტას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 ოქტომბერს ჩატარდება და გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

კვირის ამბები