საზოგადოება
16.10.2023 13:28
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, 16 ოქტომბრიდან, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

„2023-2024 წლების გრიპის სეზონისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგო-გები; ბავშვთა (მ. შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფი-ციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდე-ბარებული მედპერსონალი და სხვ.“, - აცხადებენ სამინისტროში.

ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
კვირის ამბები