გორში ხვალ, 17 ოქტომბერს, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოწვევით, მკლავჭიდში ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი შეხვედრას გამართავს.
შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავით ღამბაშიძის ინფორმაციით, საგინაშვილი, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ არბოშიც ჩავა.
სტუმრები იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩოგბურთის სათამაშო მაგიდას, ფეხბურთის და კალათბურთის ბურთებს გადასცემენ.
რაც შეეხება გორს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა 16:00 საათზე გორის ტენისის და ბილიარდის კლუბში გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში