გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და ზემო სობისამდე გრძელდება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტის იგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ეზოებში შესასვლელებში და გზის მიერთებებზე. მიმდინარეობს, ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა.
პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე კი 6 633 მეტრია.
„წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება