საზოგადოება
13.10.2023 14:15
ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამა ცხადდება
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
„პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის სტატუსის და ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვეა“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში.

სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი, 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: info@gnca. gov. ge უნდა წარადგინონ.
კვირის ამბები