გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13, 14, 15 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 13 ოქტომბერს, დღის საათებში, ნავარაუდევია +17 გრადუსი, 14 და 15 ოქტომბერს კი ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ცნობით, 16 ოქტომბრიდან გორში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით კვლავ დაიკლებს და ოთხი დღის განმავლობაში - 16, 17, 18 და 19 ოქტომბერს მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე წვიმა.
გარემოს ეროვნუული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან გორის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა მოიმატებს და რამდენიმე დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.