USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ინოვაციების ფონდის ფარგლებში, კერძო სექტორისთვის ღია საგრანტო კონკურსი ცხადდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, განმცხადებლებს, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მათ საქმიანობაზე მორგებული პროექტის წარდგნის შესაძლებლობა აქვთ, რომელიც, ერთი მხრივ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზნებს პასუხობს, ხოლო, მეორე მხრივ, განმცხადებლის ბიზნეს ინტერესებთან ან კორპორაციულ პასუხისმგებლობასთანაა თანხვედრაში.
„საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველი თვის 20 რიცხვამდე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია სპეციალური ბმულის მეშვეობით უნდა გაიარონ. საინფორმაციო შეხვედრის დღესთან დაკავშირებით, წინასწარ დაგიკავშირდებით“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსის მიზანი კერძო სექტორის მიერ ისეთი პროექტების განხორციელების მხარდაჭერაა, რომლებიც სასკოლო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს.
ცნობისთვის, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.