გორის №8 საჯარო სკოლა, ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა, კერძო სკოლა „თამარიონი“ და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა სასკოლო კონკურსის - „ნიკო კეცხოველის პრემია 2023“ ფინალშია.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ნახევარფინალში საქართველოს 150 სკოლა მონაწილეობდა.
მათივე ცნობით, 2022-2023 წლის საკონკურსო თემაა - მდგრადი განვითარების სკოლა.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გარდა, სასკოლო კონკურსის ფინალში შიდა ქართლიდან კიდევ ერთი, ხაშურის №1 საჯარო სკოლაც მოხვდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.