საზოგადოება
12.10.2023 14:53
გორში ღონისძიება - „ევროპა ჩემოდანში“ გაიმართება

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობილი პროექტის ფარგლებში, გორში ღონისძიება - „ევროპა ჩემოდანში“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ექსპერტები ეწვევიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და გერმანიიდან.

შეხვედრაზე, რომლის ძირითადი თემაა „ევროკავშირის კრიზისის მართვის მექანიზმები სამხრეთ კავკასიაში“, პროექტის მონაწილე სომხეთიდან, „უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი არეგ კოჩინიანი ისაუბრებს. პრეზენტაციის შემდგომ კი გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა 17 ოქტომბერს, 11:30 საათზე დაიწყება და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (იერუშალაიმის ქუჩა 18)  ჩატარდება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ მისამართზე:  // forms. gle/5kkUH1amV3ohN4YWA

შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისურია.

ცნობისთვის,  პროექტის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

კვირის ამბები