დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, შესაძლოა, 2 500 ლარამდე გაიზარდოს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
ზაზა ლომინაძის თქმით, დღესდღეობით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დემოგრაფია წარმოადგენს და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს შვილის გაჩენის გადაწყვეტილების გარკვეული სტიმული მივცეთ“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება