საზოგადოება
11.10.2023 14:33
ხვალ, 12 ოქტომბერს, გორის თეატრში პრემიერა გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

თანამედროვე რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გორელ თეატრისმოყვარულებს ლალი როსებას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, სახელწოდებით - „პრემიერა“ წარუდგენს.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და სპექტაკლის დასადგმელად რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სპეციალურად მიიწვიეს გორში.

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, „პრემიერა“ გამოჩენილი დრამატურგის ლალი როსებას პიესების მიხედვით დადგმული წარმოდგენაა (დრამა 2 მოქმედებად) და ავტორის - ლალი როსებას ხსოვნას ეძღვნება.
კვირის ამბები