საზოგადოება
12.10.2023 11:58
გორელმა ახალგაზრდებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს

ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის პროექტი „NATO-საქართველოს 28 წელიწადი“ დასრულდა.

ღონისძიების ერთ-ერთ ეტაპს ესეების კონკურსი წარმოადგენდა, რომლის გამარჯვებულები გორელი ახალგაზრდები: ლიზა ზაზარაშვილი, ალექსანდრე სადაღაშვილი და მარიამ ლაფაჩი გახდნენ. თითოეულ მათგანს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. გარდა ამისა, მათი ნაშრომები დაიბეჭდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი სამი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც შემოდგომის სკოლით დაიწყო, მონაწილეებმა პროექტის ძირითად თემასთან - NATO-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხზე ნაშრომები მოამზადეს.

ღონისძიების მომდევნო ეტაპს ესეების კონკურსი წარმოადგენდა. პროექტი დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.

„NATO-საქართველოს 28 წელიწადი“ NATO-ს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კვირის ამბები