ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, გორში წარმოდგენა გამართა.
გორის მწერალთა სახლის ინიციტივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სპექტაკლი - „უჩინმაჩინის ქუდი“ კულტურის ცენტრში შეკრებილ მაყურებელს წარუდგინა.
სპექტაკლს მწერალთა სახლის მიერ განხორციელებულ პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეები, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული მოზარდები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“, გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა გოჩა კაპანაძე 2011 წელს დადგა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი