საზოგადოება
11.10.2023 12:25
10 ოქტომბერს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა

10 ოქტომბერს საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნა. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არაერთ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და ეს მიმართულება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) დაარსების დღიდან (1948 წლიდან) მისი პრიორიტეტია.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და თემის ადვოკატირების პარალელურად, მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს იზრუნონ საკუთარი და სხვა ადამიანების ფსიქიკურ  ჯანმრთელობაზე. მიმდინარე კამპანიის მასალებში აქცენტი კეთდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობაზე - დეპრესიაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ყოველ 40 წამში 1 ადამიანი თვითმკვლელობით იღუპება, ეს კი ყოველწლიურად, 800 000-ზე მეტ ადამიანს ნიშნავს.

კვირის ამბები