კულტურა
11.10.2023 12:00
გორის თეატრში „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოდგენას გამართავს

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი ქორეოგრაფის - გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო გაიმართება.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარსდგება.

„ქორეოგრაფიის საღამოზე ნაჩვენები იქნება გიორგი ალექსიძის მიერ დადგმული თანამედროვე ბალეტები და საბალეტო მინიატურები: ა. ბერგის, გ. ყანჩელის, ე. დენისოვის, ჰ. მერსეს და დ. შოსტაკოვიჩის მუსიკაზე“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

ღონისძიება 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია თეატრის სალაროში (ტელ:. 0370277932), ან ონლაინ საიტზე www. biletebi. ge
კვირის ამბები