საზოგადოება
11.10.2023 11:38
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 12 ოქტომბერს იწურება

ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების და სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაცია 12 ოქტომბერს სრულდება.

რაც შეეხება გამოცდებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 18 ოქტომრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.

უწყების განმარტებით, მსურველებს გამოცდაზე გასვლის უფლება იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მათი ასაკი ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება ან აღემატება და დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

„ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; თუ პირი არ სწავლობს სკოლაში-პირის სურვილის შესაბამისად, განცხადება ნებისმიერ რესურსცენტრში მიიღება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები