გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებს შეუძლიათ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში; წაახალისოს და მოტივაცია გაუძლიეროს თვითმმართველობის წევრებს გამოიკვლიონ მოსწავლეთა საჭიროებები და გასწიონ ეფექტური ადვოკატირების კამპანია სკოლის ადმინისტრაციასთან.
„კონკურსის მონაწილე მოსწავლეთა თვითმმართველობებმა უნდა წარმოადგინონ მათი მუშაობის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ხდება სპეციალური კითხვარის შევსების გზით. მოსწავლეთა თვითმმართველობის გეგმას შეაფასებს და გამოავლენს სპეციალური ჟიური.
ყველაზე უფრო სრულყოფილი და რეალისტური გეგმის ავტორი მიიღებს 500 ლარის ოდენობის ფინანსურ ჯილდოს. აპლიკაციების გამოგზავნის ვადა 31 ოქტომბერია. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ ტელეფონზე: 599 19 17 87“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.